ESG არის სპეციალიზებული გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ტექნიკურ, მარეგულირებელ და ანალიტიკურ გადაწყვეტილებებს ჰაერის ხარისხის, გარემოსდაცვითი შეფასების, ხმაურის მოდელირების, ავტომობილების რეგისტრაციის, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორსა და სხვა მიმართულებებით.
ჩვენი მომსახურება მოიცავს: გაფრქვევების დისპერსიულ მოდელირებასა და ზღვრულად დასაშვები გაფრქვევების (ზდგ) ნორმების შემუშავებას; გარემოსდაცვით სკრინინგს, სკოპინგსა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ); გაფრქვევების ინვენტარიზაციას; ხმაურის ზემოქმედების შეფასებასა და სექტორულ მარეგულირებელ მხარდაჭერას. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებაში, გარემოსდაცვითი ეფექტურობის ოპტიმიზაციასა და ინდუსტრიულ მდგრად განვითარებაში. ასევე, მხარდაჭერას ვთავაზობთ ინდივიდუალურ პირებს ან მეწარმე სუბიექტებს ავტომობილის პირველადი რეგისტრაციისა და სამაცივრო დაჰაერის კონდიცირების სექტორში არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით
ჩვენ ვაერთიანებთ:
სამეცნიერო მეთოდებს
ძლიერ ექსპერტიზას მარეგულირებელ საკითხებში
პრაქტიკულ, იმპლემენტაციაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს
პროექტების დროულ და ეფექტურ შესრულებას
მრავალწლიან გამოცდილებას გარემოსდაცვით სექტორებში
დავეხმაროთ ორგანიზაციებს იმოქმედონ პასუხისმგებლობით, დაიცვან რეგულაციები და შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება; ასევე, მხარი დავუჭიროთ ფიზიკურ პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის პროცესების წარმართვაში.
კეთილსინდისიერება
სიზუსტე
მდგრადობა
ინოვაცია