რა არის გზშ და ვის სჭირდება იგი
გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) – შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. გზშ მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას, მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას.
გზშ ესაჭიროება გარემოსდაცვით გადაწყვეტიულებას (ნებართვას) დაქვემდებარებულ საქმიანობებს.
ჩვენ გთავაზობთ
გზშ-ს ანგარიშის მომზადებას მაღალი ხარისხით
შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში
თანამედროვე მეთოლოგიების გამოყენებით
ჩვენს რეალობაზე მორგებული მოდელირების თანამედროვე საშუალებებით
ანგარიშის წარდგენას შესაბამის უწყებაში და მათთან კომუნიკაციას პროცესის დასრულებამდე
ჩვენ მრავალწლიან გამოცდილებას
დაბინძურებისა და ხმაურის დონეების ინდიკატორულ გაზომვას